2008 წელს საქართველოსთვის MAP-ის არ მინიჭება შეცდომა იყო – რასმუსენი


    ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. 

     ,,ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში ნატო განაგრძობს ალიანსში ახალი წევრების მიღებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ გაფართოებისკენ მისწრაფებამ რუსეთის ანტაგონიზების ალბათობა გააჩინა, ამგვარი თავშეკავება არაგონივრულია. ბოლო დროის ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნატო მერყეობს, რუსეთი თავდასხმაზე გადმოდის. მაგალითად, 2008 წლის აპრილში ნატოს მოკავშირეები ბუქარესტში შეიკრიბნენ, რათა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხი განეხილათ. გერმანიისა და საფრანგეთის დაჟინებული მოთხოვნით, ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვედო გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს შეცდომა იყო. რამდენიმე თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოში შეჭრის შესახებ ბრძანება გასცა და საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა", - წერს თავის სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი.

     ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსა და უკრაინას უნდა შესთავაზონ უფრო მეტი.

     „ნატოს შეუძლია მიჰყვეს კვიპროსის ევროკავშირთან გაწევრიანების მოდელს. კვიპროსი ევროკავშირისა და ევროზონის სრულუფლებიანი წევრია, თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოქმედებს კუნძულის იმ ნაწილში, რომელსაც კვიპროსის მთავრობა ვერ აკონტროლებს. ნატომ ასევე უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ყველა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს და უკრაინის მთავრობები ამ დრომდე აკონტროლებენ”, - აცხადებს რასმუსენი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/101802/rasmuseni-2008-tsels-saqartvelostvis-mapis-arminichebas-shetsdomas-utsodebs