,,ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ ბანკი წაართვეს, მათი წილები არის უცვლელი"– გვენეტაძე


     ,,ხაზარაძის და ჯაფარიძის წილები არის უცვლელი"– ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა. 
 
     ,,გვენეტაძის თქმით,  მათ კარგად იცოდნენ, რომ საქმე საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ მოლოდინიც ჰქონდათ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა.

     ƒ”„ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს და რომლის მსგავსი, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ადრეც განუხორციელებია. დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

    მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

    შესაბამისად ჩვენ ვიმოქმედეთ დამოუკიდებლად და ცივი გონებით, გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელია საფინანსო სექტორის განვითარებისთვის, რაც ყველა პარამეტრით იყო სწორი და არა ის, რაც პოპულარული იქნებოდა" - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно