სოზარ სუბარი: "ტატუნაშვილის გარდაცვალება არის ოკუპაციის კიდევ ერთი შედეგი"


     საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

     სუბარის განცხადებით, რუსეთის აგრესია საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებზეც ვრცელდება, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა ოკუპაციის დამთავრების იმედს იძლევა.
 
     „ეს არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და კიდევ ერთი მტკივნეული შედეგი ჩვენი ოკუპაციის, რუსეთის აგრესიის. იმის თქმა, რომ მსგავსი ფაქტების აცილება შესაძლებელი იქნება და საერთოდ გამორიცხვა, სანამ ოკუპაცია გრძელდება, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ბიჭების გასათავისუფლებლად, ვინც დღესაც დაპატიმრებულები არიან და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის უდიდესი იმედი გვაქვს. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაციის დასრულება იყოს მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, საქართველო აქ მარტო არ არის, რუსეთის აგრესია ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, ჩვენს მეზობელ უკრაინაზეც, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაძლევს იმედს, რომ ოკუპაცია სრულად დამთავრდება", – განაცხადა სოზარ სუბარმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно