რულოვსს მოქალაქემ ზვიად გამსახურდიას ბანდიტური დაჯგუფების მეთაურად მოხსენიებისთვის პასუხი მოსთხოვა


     ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც „ენმ"-ის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ოფიციალურად დარეგისტრირდა.

     რულოვსს საარჩევნო კომისიის შესასვლელთან მოქალაქე დახვდა, რომელსაც აინტერესებდა, რატომ უწოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას რულოვსმა საკუთარ წიგნში ბანდიტური დაჯგუფების მეთაური. მოქალაქის კითხვებს რულოვსმა არ უპასუხა. 

    ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ზუგდიდის მერობა 9 კანდიდატს სურს, აქედან 3 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 6 კანდიდატი პარტიის მიერ არის წარდგენილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/102935/rulovss-moqalaqem-zviad-gamsakhurdias-bandituri-dajgupebis-metaurad-mokhseniebistvis-pasukhi-mostkhova