აგენტურ საქმიანობაში 169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება– ლილუაშვილი


     პარლამენტის წევრები სუს-ის ანგარიშს დახურულ რეჟიმში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ ომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, აგენტურ საქმიანობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება 169 პირზე მიმდინარეობს, რომელთა შორის 37 კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია. 

     „მთავარია იდენტიფიცირება მოვახდინოთ, მონიტორინგი ვაწარმოოთ, მათ შორის ისეთ პირებზეც, რომლებიც შემჩნეულები არიან არა მარტო რბილი ძალის ქვეშ ყოფნაში, არამედ პირდაპირ აგენტურ საქმიანობაში და შევთანხმდით იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც პოლიტიკური ქულებისა და ბენეფიტების დასაწერი საგანი. 169 პირზე მიმდინარეობს საქმის წარმოება, მათ შორის 37 არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირი. დაკავება არ არის მთავარი მომენტი, შეიძლება განეიტრალება. მთავარია ძირგამომთხრელი საქმიანობის საშუალება არ მისცე და ქვეყნის ინტერესების დაზიანების საშუალება. ხშირ შემთხვევაში, სპეც სამსახურები იყენებენ არა გაძევების, არამედ გადმობირების მექანიზმებსაც. უამრავი მექანიზმი არსებობს..." - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

     რაც შეეხება თავად სხდმის დახურვას, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას, დახურულ კარს მიღმა გაეგრძელებინა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა, ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა.

     ოპონენტების აზრით, გაერთიანებული საკომიტეტო სხდომის დახურვის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/131540