მახინჯი მავთულხლართების და საოკუპაციო პოლიტიკის დასაძლევად სახელმწიფო უფრო მეტს გააკეთებს– ციხელაშვილი


     შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შინდისის გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ქეთევან ციხელაშვილი შინდისის გმირთა მემორიალთან მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
 
     მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მახინჯი მავთულხლართები და საოკუპაციო პოლიტიკა დაიძლიოს.

     „დღეს, აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვედი. მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს გმირების სახელები და რომ ჩვენი თავისუფლება, ასეთ გმირებზე დგას. ასევე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მშვიდობით, მსხვერპლის გარეშე უნდა მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გასწირეს.

     მინდა განსაკუთრებულად მივულოცო აღდგომის დღესასწაული იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და რომლებსაც არ აქვთ გადაადგილების თავისუფლება, არ აქვთ ოჯახებთან გაერთიანების, ნათესავების მონახულების შესაძლებლობა. მინდა დავპირდე მათ, რომ სახელმწიფო გააგრძელებს და გააკეთებს კიდევ უფრო მეტს, რომ დავძლიოთ მახინჯი მავთულხლართები და საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც უამრავი ადამიანისთვის არის გამოწვევა", –  განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно