ავტოსადგომის კანონდარღვევით მუშაობაზე ფულადი ჯარიმები წესდება


     ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.

     შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

     კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, ემ2, ემ3, ენ2 და ენ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.

     ცვლილებების ავტორი ფინანსთა სამინისტროა, რომელიც განმარტავს, რომ მოქმედი კანონით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ ავტოსადგურის შემთხვევაში.

     „ახალი ვალდებულება ხელს შეუწყობს საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას. აღნიშნული გარკვეულწილად დაიცავს გადამზიდავების (პირების, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში განთავსებულ ავტოსადგომებში შესვლა) ინტერესებს და უზრუნველყოფს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას", – აღნიშნულია კანონპროექტში.




скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv