ჩვენ ვართ ევროპის კულტურის ნაწილი და ამ დიდი ევროპის ხვალინდელი სრულყოფილი წევრი – ზურაბიშვილი


      ჩვენ ვართ ევროპის კულტურის ნაწილი და ამ დიდი ევროპის ხვალინდელი სრულყოფილი წევრი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პროექტის „საქართველო, ევროპა" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     „საქართველო დაუბრუნდა თავის დემოკრატიულ წარსულს, უკვე შორეულ წარსულს, რომელიც შეწყვეტილი იყო, მაგრამ ამას დავუბრუნდით ევროპის მეშვეობით, ევროპა ამაში არის მთავარი გვერდში მდგომი და მხარდამჭერი. ეს არ არის ერთმხრივი გზა, ჩვენც შევდივართ ევროპაში. ევროპულ კულტურაში ნახსენები იყო ყველა ნაბიჯები, რაც გადაიდგა და რასაც ჯერ კიდევ ვაპირებთ, მაგრამ მე მგონი ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს კიდევ მეტი ამბიცია. ჩვენ გვაქვს უფლება, უნდა ვითხოვდეთ და მივაღწიოთ, რომ შევიდეთ სრულყოფილად ამ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შეიძლება ჯერ არ ვიყოთ მზად ბოლომდე სოციალური კანონმდებლობით, ფინანსებით, თუ ეკონომიკით, შესაძლოა, ჯერ კიდევ საჭირო იყოს, რომ დონე აიწიოს ქვეყნის, რათა ამ ევროპულ სივრცეში სრულყოფილად მიგვიღონ.
 
     კულტურას რაც ეხება, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპის ნაწილი. ეს არის წინაპირობა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენი ურთიერთობების ეს არის ძირითადი ჩვენი არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა და ეს არის რისკენაც მივდივართ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის იქნება ყველაზე ნაღდი ნიშანი, რომ ჩვენ რაღაცაა შორეულ პერსპექტივად კი არ ველოდებით, ჩვენ დღეს უკვე ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი და ხვალინდელი ამ დიდი ევროპის სრულყოფილი წევრი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно