,,უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი"– წულუკიანი


      ,,უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ნაკლებმა მოქალაქემ დაარღვიოს უვიზო რეჟიმი"– ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.

      თეა წულუკიანის თქმით, დამამშვიდებელი განცხადებები, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, თვითდამშვიდების უფლებას არ იძლევა. 

       „ჩვენ უწყებები ვაგრძელებთ ერთ გზაზე სიარულს, რომელსაც ჰქვია შენარჩუნება იმ ისტორიული მიღწევის, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში. მართალია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იყო და მათი ჩართულობით ეს აპლიკაცია გაკეთდა, გვეუბნება, რომ დღესდღეისობით არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეჩერდეს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქართველოს მოქალაქე იყოს, რომელიც ამ რეჟიმს არღვევს. ჩვენი მოქალაქეები არ არღვევდნენ ევროპული ქვეყნების კანონს იმისთვის, რომ თითზე ჩამოსათვლელმა არაკეთილსინდისიერმა ჩვენმა მოქალაქემ მთლიანად თაობებს არ შეუქმნას პრობლემა და არ მოხდეს ისე, რომ ეს ისტორიული მიღწევა ერთ დღეს დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ", – განაცხადა წულუკიანმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно