აზერბაიჯანი რუსეთის წაქეზებით მოქმედებს... ჯუმბერ კირვალიძე


     რუსეთს და სომხეთს, აზერბაიჯანი -საქართველოს დაპირისპირება რომ "გაუხარდებათ" ამას ვერ ხვდებიან ბაქოში?! ძნელი დასაჯერებელია! მაშინ, რა გამოდის, რომ აზერბაიჯანი რუსეთის შეგონებით შეგნებულად მოდის პროვოკაციაზე "რაღაცის" სანაცვლოდ, სადაც სომხეთის ინტერესიცაა გათვალისწინებული?! როგორ და რაში შეიძლება დაემთხვეს ერთმანეთს, აზერბაიჯანულ- რუსულ-სომხური ინტერესები? 
 
     1. სავარაუდოდ, რუსეთი აზერბაიჯანს დაპირდა იმ 5 აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნებას მის იურისდიქციაში, რომელიც ამჟამად ოკუპირებული აქვს სომხეთს და დამატებით, შესამჩნევ "საშუამავლო" პროგრესს ყარაბაღის საკითხში!...

     2. სომხეთის სასიცოცხლო ინტერესია, საქართველოს გავლით რკინიგზის ფუნქციონირების და როკის გვირაბით საავტომობილო მიმოსვლის დაწყება, ანუ აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონის ინფრასტრუქტურული კომუნიკაციების გახსნა სომხეთში და სომხეთიდან მიმავალ ტვირთებისათვის და ადამიანებისათვის, რასაც ამჟამად საქართველო ეწინააღმდეგება, სანამ არ აღდგება ჩვენი იურისდიქცია ოკუპირებულ რეგიონებზე!...

     3. რუსეთის ინტერესი კი ნათელია, რაც უფრო აირევა საქართველოს ურთიერთობა უშუალო მეზობლებთან, მით უფრო მალე გაძლიერდება პრორუსული ძალების პოზიციები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომლებიც დაპირდებიან ხალხს რუსეთის დახმარებით ყველა ამ სადავო პრობლემის მოგვარებას, რომელთა უმეტესობასაც სხვათაშორის, რუსეთი მოაგვარებს, ოღონდ მისი სამხედრო-პოლიტიკური გავლენის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე!...

     ასე რომ, მიმაჩნია, - აზერბაიჯანი რუსეთის წაქეზებით მოქმედებს (ილჰამ ალიევს სამარადჟამო პრეზიდენტობა სურს, რასაც რუსეთი მიესალმება, დასავლეთი კი არ დათანხმდება!) და საქართველო მასთან ცამდე მართალია!!!
 
ჯუმბერ კირვალიძე, 
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно