,,არ შეიძლება, არ დავინახოთ დავით გარეჯის კრიზისში სალომე ზურაბიშვილის როლი"– კანდელაკი


      კანდელაკი დავით გარეჯში ვითარების დაძაბვაში პრეზიდენტს ადანაშაულებს. მისი თქმით, საგარეო პოლიტიკა სადღეგრძელოებით არ კეთდება.
 
     „ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია დიალოგი უმაღლეს დონეზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ ან ვერ აწარმოებს. ამავე დროს რა თქმა უნდა არ შეიძლება არ დავინახოთ ამ ახალ კრიზისში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის როლი. ის კი არ არის პრობლემა, რომ პრეზიდენტმა თქვა, რომ დელიმიტაციაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, კი მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა არის სადღეგრძელოებით საუბარი. საგარეო პოლიტიკა სადღეგრძელოებით რა თქმა უნდა არ კეთდება და ასეთმა დაუფიქრებელმა სადღეგრძელოებმა შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, რომელიც ფაქტობრივად მოხდა კიდეც,"-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
 
     20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно