თადუმაძე ისეთივე წარმატებული მოსამართლე იქნება, როგორიც გენერალური პროკურორია - წულუკიანი


     საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შალვა თადუმაძე ისეთივე წარმატებული იქნება სასამართლოში, როგორც პროკურატურაშია. წულუკიანი თადუმაძის სურვილს გამოეხმაურა, გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 

     მინისტრის თქმით, თადუმაძე პროფესიონალია, არ არის პოლიტიზირებული მთავარი პროკურორი, რაც მნიშვნელოვანია. 

     რაც შეეხება მოსამართლეთა 114 კაციან სიას, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის მინისტრის შესაფასებელი არ არის. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно