ევროპას რუსეთის გარეშეც შეუძლია ენერგორესურსებით უზრუნველყოფილი იყოს - მაიკ პომპეო


     ევროპას რუსეთის გარეშეც შეუძლია ენერგორესურსებით უზრუნველყოფილი იყოს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნიდერლანდების ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

     მისი განცხადებით, კონფლიქტების პერიოდში რუსეთი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებს, რომ ევროპელებს საკუთარი ინტერესების დაცვა ძვირი დაუჯდეთ. მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ ევროპა სერიოზულად მიუდგება დივერსიფიცირებული და უსაფრთხო ენერგობაზის საკითხს, რომელიც რუსეთზე მიბმული არ იქნება.

     მაიკ პომპეოს შეკითხვა დონბასში სამგზავრო ბოინგის ჩამოგდების თემაზეც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ რუსებმა ამ ტრაგედიაზე პასუხი უნდა აგონ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/135112