ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, სახელმწიფოს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი – ხუხაშვილი


     პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: 
 
     ,,სახელმწიფოს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - შედგეს ანაკლიის პროექტი ისე, რომ მინიმალურად დაზიანდეს ქალაქი ფოთი. არა იმდენად ფოთის პორტი, რამდენადაც ქალაქი თავისი ეკონომიკური სტრუქტურით, რომელიც პირდაპირ და ირიბად მიბმულია საპორტო აქტივობაზე.
 
     ჩემის აზრით, ერთადერთი გამოსავალია, ანაკლია და ფოთი მოექცეს განვითარება-ტრანსფორმაციის ერთიან კონცეფციაში და ვცადოთ ინტერესთა დაპირისპირება გადავიყვანოთ ინტერესთა თანხვედრის მდგომარეობაში. თუ ხელისუფლებამ არ, ან ვერ მოძებნა ასეთი ფორმულა, მაშინ ჩვენ შესაძლოა ერთი ხელით გავაკეთოთ კარგი საქმე და მეორე ხელით დავანგრიოთ უკვე შემდგარი ეკონომიკური და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არც თუ მცირე სოციალური ერთეული, აქედან გამომდინარე მძიმე შედეგებით. ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეს, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს..."– წერს გია ხუხაშვილი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно