შეცდომებს მეც უამრავს ვუშვებ, მაგრამ ამის აღიარების შნო და თავი მაქვს - პაპუაშვილი


     თუ პარლამენტში ვართ, პარლამენტის ენაზე ვილაპარაკოთ, თუ ქუჩაში ვართ, ქუჩის ენაზე, რაღაც არჩევანი ხომ უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.

     „ეს სიძულვილის ენა, ზიზღის, დამცირების, შეურაცხყოფის და ტყუილის მათი მოგონილია. ბევრი მათგანი ისეთ რამეს კადრულობს, რომ შესაძლოა, ისეთი რაღაც მოხდეს, რომელსაც ადამიანი ვერ გააკონტროლებს. თითოეული ჩვენგანი ამ ზღვარს ძალიან უფრთხილდება. ოპონენტი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ლანძღვით მიმართვა არ შეიძლება. ეს ყველაფერი მათი წამოწყებულია. ისე იქცევიან, როგორც საკუთარ სამზარეულოში, ჭორაობის, ლანძღვის, წყევლის და გინების დონეზე. ეს პარლამენტი და პოლიტიკური დებატებია. ბოკუჩავამ თქვა ზაზას გაემიჯნეთ, ძალადობრივი მოწოდება გააკეთაო. ყველამ დასცინა და გაეცინათ.
 
     ძალადობრივი მოწოდებაა, როდესაც ეუბნები, რომ ადამიანი ადგეს და კოლეგებს ასეთი გამონათქვამებისთვის ბოდიში მოუხადოს? ეს ძალადობაა? ასეთი ადამიანი არ შეიძლება პარლამენტში იყოს. უნდა გაძევდეს. თუ პარლამენტში ვართ, პარლამენტის ენაზე ვილაპარაკოთ. თუ ქუჩაში ვართ, ქუჩის ენაზე ვილაპარაკოთ. რაღაც არჩევანი ხომ უნდა გავაკეთოთ. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, შეცდომებს მეც უამრავს ვუშვებ, მაგრამ ამის აღიარების შნო და თავი მაქვს, ბოდიში ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებისთვისაც მომიხდია", – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно