,,ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი"– პრემიერი


    „რაც დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიხილეთ, არის სრულიად მიუღებელი ჩვენი ერისთვის," - ეს განცხადება, პრემიერმა გააკეთა.

   ბახტაძის შეფასებით, აქცია თავიდან სამშვიდობო პროტესტის ხასიათს შეიცავდა, თუმცა, ბოლო ორი საათის განმავლობაში, ძალადობრივი სცენარით განვითარდა.

    „ეს არის ძალადობა, ეს არის მცდელობა, რომ აგრესიულმა ჯგუფმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, საქართველო გაიყვანოს იმ სამართლებრივი     ჩარჩოებიდან, რომელიც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნა და უზრუნველყოფს მის სტაბილურ განვითარებას," - განაცხადა ბახტაძემ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესთან, პოლიტიკურ მცდელობასთან, რომელიც არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში... საქართველოში ძალადობა არის მიუღებელი, ჩვენ ვართ შემდგარი ქვეყანა, ჩვენ ძალადობას არასდროს შევურიგდებით. სამართლიანი პროტესტი და გულწრფელი პროტესტი, დიახ, ამას ჰქონდა ადგილი, დღესაც აქვს ადგილი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში.... ძალადობა არის მიუღებელი და მას ექნება ადეკვატური პასუხი," - განაცხადა პრემიერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно