ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა


     ისრაელის მიერ სირიის ტერიტორიის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო სააგენტო „სანა"-ს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში ჰომსის და დამასკოს პროვინციებში არსებულ სამხედრო პოზიციებზე მიიტანეს.

     საჰაერო იერიში ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სხეულის დაზიანება 21-მა ადამიანმა მიიღო.

     სირიის მედიასაშუალებები წერენ, რომ ავიაიერიშის გამო მატერიალური ზარალი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლებს. ისრაელის მხარე ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv