„რუსთავი 2“-ის ქმედებას განვიხილავთ რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად"– რუსეთის საგარეო უწყება


     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წამყვანის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

     რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი კატეგორიულად გმობს ამ უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას".

     „რუსეთი კატეგორიულად გმობს უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას, რომელიც შეიცავდა მიუღებელ გამოხტომებს და უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც მოაწყო ქართულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა. ამ ქმედებას განვიხილავთ რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რაც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი იმის ნათელი მაგალითია, თუ საით მივყავართ თავგასულ რუსოფობიას.

     უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას არ გაუმართლებია რადიკალების ქცევა და იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკატორებს და დაგმო მათი ქცევა. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებას, რომლითაც მომხდარი საქართველოს მთავრობამ აღიქვა.

     ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური წრეებიდან. ასეთ გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში", – – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv