,,მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში"- გახარია


     ,,როდესაც ფიზიკური შეტევა, ორგანიზებული, სისტემური მიგვაქვს პოლიციაზე და სახელმწიფო ინსტიტუტზე, აქ უკვე პოლიციას უფლება აქვს კი არა, ვალდებულია, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, რამეთუ არ დაუშვას ქვეყანაში ინსტიტუციური ჩამოშლა და სამოქალაქო დაპირისპირება"-ეს განცხადება, საქართველოს შს მინისტრმა გააკეთა.
 
     მინისტრის თქმით, აქცია, რომელიც 20 ივნისს 19:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათამდე აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, თუმცა კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე აქცია გახდა ძალადობრივი.
 
     „ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა 15 ათას ადამიანზე მეტი. რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე, აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა სრული ლეგიტიმური უფლება ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების.

     „ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ - იმიტომ, რომ პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი ამ ქვეყანაში",- განაცხადა გახარიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно