გილოცავთ ყველას საქართველოში ბოროტება დამარცხებულია... დღეს ნაცების გასვენების დღეა!– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს: 
 
     ,,ნაცმოძრაობამ თუ რამე ბოროტება განახორციელა ეს გააკეთა ,,რუსთავი 2"–ის მეშვეობით. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებიდან 9 წლიანი რეჟიმის მსახურებით დამთავრებული. დღეს საბოლოოდ წერტილი დაესვა ნაცმოძრაობას. გილოცავთ ყველას საქართველოში ბოროტება დამარცხებულია.
 
    ღვარძლის, ბოღმის, შურის და ბოროტების გამავრცელებელი ,,რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებისთვის უნდა დაიხუროს ყველა ტელევიზიის კარი. ის ვინც არ უყურებდა ბოლო წლებში ,,რუსთავი 2"–ის ეხლა უნდა უყუროს, რადგან დღეს ნაცების გასვენების დღეა!"– წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.
 
     სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2"-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно