„ივანიშვილის და კრემლში მისი პატრონების მიზანია ჩაიხშოს დასავლური პლატფორმა"– გუგავა


     „ივანიშვილის და კრემლში მისი პატრონების მიზანია ჩაიხშოს დასავლური პლატფორმა და ამით მიაღწიონ თავიანთ ბნელ მიზნებს – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.
 
     „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე კრემლიდან იმართება.

     „ივანიშვილის და მისი პატრონების კრემლში, მიზანია „რუსთავი 2" ჩაიგდონ ხელში, შეცვალონ მისი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად, ჩაიხშოს მართალი სიტყვა, ჩაიხშოს დასავლური პლატფორმა და ამით მიაღწიონ თავიანთ ბნელ მიზნებს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილს შეანარჩუნებინონ ძალაუფლება და ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს საქართველო ისევ კვლავ რუსულ წიაღში, ანუ გაგვხადოს რუსული კოლონია კვლავ. ეს არის „რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლა და ბრძოლა იმისთვის, რომ გავაკონტროლოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვამხილოთ ხელისუფლება," - განაცხადა გიორგი გუგავამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно