ოპოზიციის კრიტიკა ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იაფფასიანი სპეკულაციაა– ბახტაძე


     ოპოზიციის კრიტიკა ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით იაფფასიანი სპეკულაციაა– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
 
     მისი თქმით, საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი.
 
     ,,ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო, აქედან გამომდინარე ეს არის რა თქმა უნდა ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებ ამ ტიპის შინაარსობრივი შეფასებისგან, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი,"-აცხადებს მამუკა ბახტაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно