აშშ-ის და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებმა სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს


     აშშ-ის და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებმა სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.

     აშშ-ის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, განხილვის მთავარი თემა კი სირიის კონფლიქტი იყო.

     თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ჰულუსი აქარმა მარკ ესპერთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ქურთული სამხედრო ჯგუფების „ქურთისტანის მუშათა პარტიის" და „ეროვნული თავდაცვის ძალების" მხარდაჭერას სრულად შეწყვეტს. თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ მოლაპარაკებების დროს შეთანხმება ვერ მიიღწევა, თურქეთი იძულებული იქნება უსაფრთხოების ზონა დამოუკიდებლად შექმნას. ჰულუსი აქარის განცხადებით, ანკარა თურქეთის სამხრეთით ტერორისტული კორიდორის არსებობას არ დაუშვებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv