ზახაროვამ ოკუპირებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „შემდგარი სახელმწიფოები“ უწოდა


     რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას მიაჩნია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ სახელმწიფოებად შედგნენ. ამის მტკიცებულებად კი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას თვლის. მის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

     ზახაროვამ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი არსებულ რეალობას იგნორირებას უწევენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/116354/zakharovam-okupirebul-apkhazets-da-samkhret-osets-shemdgari-sakhelmtsipoebi-utsoda