პრეზიდენტის ინიციატივით ლუვენის უნივერსიტეტში ქართული კათედრა გაიხსნება


     საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

     ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

     გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

     პრეზიდენტმა მისი ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთამენთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно