ახალი რუის-ურბნისის კრების გამართვას ერთსულოვნება სჭირდება"! - ჯუმბერ კირვალიძე


      პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე მიმდინარე მოვლენებს შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმიანება;
 
     კარგა ხანია, რაც ქართულ სინამდვილეში, პოლიტიკურ წრეებში თუ მასმედიაში, საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, გამუდმებით საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია - "ახალი რუის-ურბნისის კრების" გამართვა... საქმე ის არის, რომ 900 წლის წინ რუის - ურბნისის საეკლესიო კრების უწინარესი ინიციატორი გახლდათ, უდიდესი ავტორიტეტის მქონე ერისკაცი, საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი და შემდგომ -  სასულიერო პირნი, გიორგი ჭყონდიდელის თაოსნობით!.. 

     ჰოდა, ისმის კითხვა, დღეს, თანამედროვე საქართველოში, "ვინ გეგულებათ" ასეთად: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ჭორვილელი "ერისთავთ-ერისთავი"?! დიახ, მხოლოდ საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია მეორეს მაღალი ავტორიტეტი, ასეთი რეფორმატორული, "განსაწმენდი კრების" ჩასატარებლად საკმარისი ვერ და არ  იქნება, - თუ ძლიერი საერო ხელისუფლება არ იდგება სათანადო სიმაღლეზე! ვიმეორებ, შეუძლებელია, რომ ძლიერი და ავტორიტეტული საერო ხელისუფლების დახმარების გარეშე (მისი მტკიცედ გვერდში დგომით!), ეკლესიამ დამოუკიდებლად შეძლოს კარდინალური ცვლილებების მოხდენა და მეტიც, შეიძლება გაჩნდეს საშიშროება, რომ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას საფრთხე დაემუქროს, ანუ იმას, რასაც ილია მეორეს პატრიარქობის ეპოქაში მიაღწია ქართულმა ეკლესიამ და მორწმუნე ქართულმა საზოგადოებამ!

     დიახაც, აღმაშენებელ-ჭყონდიდელის ეპოქაში რუის-ურბნისის კრების წარმატების ფორმულა იყო, მაშინდელი საქართველოს საერო და საეკლესიო მართველების ერთობლივი ძალისხმევა და ერთსულოვნება! ამიტომ, გავაცნობიეროთ, რომ დღესაც, მხოლოდ საერო და საეკლესიო მართველების ერთობლიობის და ერთსულოვნების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, ახალი რუის - ურბნისის კრების გამართვა და დასახული მიზნის მიღწევა!.."– აღნიშნავს ჯუმბერ კირვალიძე. 

скачать dle 11.0фильмы бесплатно