"ისლამური სახელმწიფო" შეერთებულ შტატებს დაემუქრა


     "ისლამურმა სახელმწიფომ" ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურა, ორგანიზაციის ახალი ლიდერი დაასახელა და შეერთებულ შტატებს შურისძიებით დაემუქრა.

    ტერორისტულმა ორგანიზაციამ ინტერნეტით აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახალი ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ ქურაშია.

    დონალდ ტრამპმა ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. მოგვიანებით პენტაგონმა სირიაში ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებიც გაავრცელა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/145838