ივანიშვილი გახარიას და კვირიკაშვილის მონაწილეობით აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას – გოცირიძე


    გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ–მინისტრის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოსთან მიმართებაში რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა და დღეს გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით ეკლესიაში შეიტანონ გაურკვევლობა. 
  
    მისი თქმით გიორგი გახარია საეკლესიო გადატრიალებაში მონაცილეობდა და არის იმ პროცესების პროვოკატორი, რომელიც გუშინ მოხდა სინოდზე.

    „პრემიერ-მინისტრ გახარიას განცხადება არის თავხედური, ჭიკაიძისეული. მან რევოლუცია ახსენა, ჭიკაიძე ამბობდა, ვიღაც საბურავებით რევოლუციას აწყობსო. ფაქტობრივად, დღეს მიმდინარე პროცესები პროვოცირებულია ხელისუფლების მიერ, რომელიც გახარიას მონაწილეობით თავად აწყობდა საეკლესიო გადატრიალებას, შეთქმულებას და მასში უნდოდა, უმაღლესი სასულიერო თანამდებობის პირები ჩაეთრია. ამის მიზანი იყო პატრიარქის ჩამოცილება და ეკლესიის პოლიტიკური მიზნით მართვა წინასაარჩევნოდ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ფაქტობრივად, მან ოპოზიციის ქმედებებს დაუკავშირა, რომ თურმე, ვიღაცები აწყობდნენ რევოლუციას. მან ამ განცხადებით მეუფე იაკობთან საუბარი აღიარა, რომლის გამოძიება არ უნდა არც სხვა საგამოძიებო ორგანოს, არც პროკურატურას", – აცხადებს გოცირიძემ. 

    „სინოდმა მეუფე იაკობს უსაყვედურა და გაკიცხა მისი არანორმატიული ლექსიკის გამო, თუმცა მას ხმა არ ამოუღია იმასთან დაკავშირებით, რაც იაკობმა განაცხადა. იაკობმა განაცხადა, რომ გახარია, კვირიკაშვილი, შს მინისტრი საეკლესიო გადატრიალებას აწყობდნენ. როდის იყო კვირიკაშვილი ან გახარია დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას? ბუნებრივია, მათ ზემოთ ივანიშვილია. ივანიშვილისა და მისი გუნდის საეკლესიო გადატრიალების სხვებზე გადაბრალების თუ თავის გამართლების მცდელობაა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. რაც ეკლესიაში გუშინ სინოდზე მოხდა, ეს იყო იმ შეთქმულების მხილების შედეგი, რის გამოც სინოდი შეიკრიბა და რომელმაც ამ საკითხზე იმსჯელა. გიორგი გახარია, რომელიც საეკლესიო გადატრიალებაში მონაწილეობდა და უნდოდა, სასულიერო პირები ჩაეთრია, ფაქტობრივად დამნაშავეა და არის ამ პროცესების პროვოკატორი, რომელიც შემდეგ მოხდა სინოდზე", – განაცხადა რომან გოცირიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно