მოქალაქეების პროვოკაციულმა ქმედებებმა შეიძლება დაგვაკარგვინოს ინვესტორების ნდობა – თურნავა


     მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ახლა გამოსულები არიან ქუჩაში, ნუ მიმართავენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, დაემორჩილონ პოლიციის სრულიად კანონიერ, ლეგიტიმურ მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ ისეთ საქციელს, რომელიც დაარტყამს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს კინოთეატრებთან ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

     მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, როგორც უსაფრთხო, სტაბილური ქვეყნის იმიჯი იყოს შენარჩუნებული.

    „რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ის რაც ხდება. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, ვსაუბრობთ მნიშვნელოვანი რეგიონალური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი, როგორც უსაფრთხო, სტაბილური ქვეყნის იმიჯი იყოს შენარჩუნებული და განმტკიცებული. ნებისმიერი მსგავსი პროვოკაციული ქმედება, შეიძლება იყოს სწორედაც დიდი პრობლემის საწინდარი, რომელიც დაგვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტორების ჩვენდამი ნდობას, ტურისტების. მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ახლა გამოსულები არიან ქუჩაში, ნუ მიმართავენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, დაემორჩილონ პოლიციის სრულიად კანონიერ, ლეგიტიმურ მოწოდებებს და ნუ ჩაიდენენ ისეთ საქციელს, რომელიც დაარტყამს ჩვენი ქვეყნის იმიჯს”, – განაცხადა თურნავამ.

     აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი".


скачать dle 11.0фильмы бесплатно