უმრავლესობის რიგები ზვიად ძიძიგურმა და "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ ფრაქციის ყველა წევრმა დატოვა


     საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა - ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ​ ფრაქციამაც დატოვა.

     აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.

     გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა. "კონსერვატორებთან" ერთად მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://www.rustavi2.ge/ka/news/147203