ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა დღეს სიძულვილისა და მკვლელობის კულტურას წარმოადგენს - რომის პაპი


     რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

     საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პონტიფიკოსმა სისხლის სამართლის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს ისაუბრა.

     პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები მას ჰიტლერს აგონებენ. ის ადამიანები კი, რომლებიც ბოშებისა და ებრაელების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ნაცისტებს. სიტყვით გამოსვლის დროს რომის პაპს კონკრეტული პოლიტიკოსები ან ქვეყნები არ დაუსახელებია. თუმცა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში გარკვეული პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები 1934 და 1936 წლებში ჰიტლერის სიტყვებს ახსენებს. კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმა აღნიშნა, რომ ასეთი პირები არც ადამიანები და არც ქრისტიანები არ არიან.

     „მინდა გამოვტყდე, რომ როდესაც იმ ადამიანების გამოსვლას ვისმენ, რომლების წესრიგის შენარჩუნებასა და ქვეყნის მართვაზე არიან პასუხისმგებლები, 1934 და 1935 წლებში ჰიტლერის გამოსვლები მახსენდება. ებრაელების, ბოშების და ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნა დღეს სიძულვილისა და მკვლელობის კულტურას წარმოადგენს. ეს არის ის, რაც მაშინ ხდებოდა და დღესაც ხდება", – განაცხადა კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: 1tv