,,ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება" - ღარიბაშვილი


     "ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები" - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

     ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

     "გუშინ გავეცანით ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც არის კატეგორიულად მიუღებელი. ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები - ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთება. მე არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, ალბათ საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას მისი განცხადება. მარგამ, მე მინდა განვაცხადო, როგორც თავდაცვის მინისტრმა, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს  გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

     ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно