,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა" –იან კელი


     ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა უდიდესი პრობლემაა"– ამის შესახებ აშშ–ს ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
 
     იან კელის განმარტებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს სათანადო გამოცდილება გააჩნია.
    
     „გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრები. ყველანი თანხმდებიან იმაზე, რომ კონფლიქტურ რეგიონებში პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე უდიდესი პრობლემაა. პარლამენტის თავმჯდომარეს შევთავაზეთ, რომ მოხდეს საქართველოს პარლამენტის დაკავშირება აშშ-ის სათანადო წარმომადგენლებთან და გამოცდილების გაზიარება, რაც აღნიშნულ საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით არსებობს", – აღნიშნა იან კელიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно