,,ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს"– ბიძინა ივანიშვილი


     ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებით საღმთო ლიტურგია აღევლინა.

     "ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. დღესაც რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებს, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ,"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

     შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგია გაიმართა. საზეიმო მსახურებას თავად პატრიარქი, სინოდის წევრები, მრევლი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно