გაზსადენს, რომელსაც ისრაელი და კვიპროსი ერთობლივად აშენებს თურქეთი ეწინააღმდეგება


     თურქეთი ეწინააღმდეგება ახალი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც საბერძნეთის, ისრაელისა და კვიპროსის ერთობლი პროექტია.

     გაზსადენის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი დღეს ათენში მოაწერეს. 1900 კილომეტრიანი გაზსადენი ევროპას ბუნებრივ აირს ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან მიაწოდებს.

     გაზსადენის მშენებლობა 2025 წლისთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება შვიდი მილიარდი დოლარია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/151750