ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიის დროა - ზალკანიანი აშშ–სა სა ირანის ურთიერთობაზე


     „ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიის დროა", საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას გამოეხმაურა. 

     „ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიის დროა", - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.

     ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის.

     პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს. მანამდე ირანი შურისძიებით დაიმუქრა. 

     ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას" ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს. ამას წინ უძღონდა ერაყში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა. 

     აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას" უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი" უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას" ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

     ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно