ირანში ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდო დააწესეს


     ირანის პარლამენტის დეპუტატმა აჰმად ჰამზემ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის ჯილდოს დაწესების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ირანული სააგენტო ISNA იტყობინება.

     „პროვინცია კერმანის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც ტრამპს მოკლავს", - განაცხადა ჰამზემ. მან არ დააზუსტა მოანწილეოენ თუ არა ამ ინიციატივაში ირანის სასულიერო პირები. 

     კერმანი გენერალ ყასემ სულეიმანის სამშობლოა, რომელიც ტრამპის ბრძანებით 3 იანვარს მოკლეს. ამერიკის პრეზიდენტმა სულეიმანის ტერორისტი უწოდა, ირანმა კი გენერლის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო. 8 იანვარს ირანმა ერაყში აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/125966/iranshi-trampis-mkvlelobistvis-jildo-daatseses