,,ველით რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს რაც შეიძლება მალე"– ციხელაშვილი


     ,,ველით რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენი მუშაობა სწორედ ამისკენაა მიმართული"– ამის შესახებ, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა "PALITRA NEWS" - ისგადაცემა "360 გრადუსის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

     ,,საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ ძალიან ახლო წარსულში სამწუხარო გამოცდილებაც გვაქვს იმისა, თუ როგორ შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩათრეული სხვადასხვა ტიპის პროვოკაციაში. ქვეყნისათვის პირველი ამოცანა სწორედ ის გახლავთ, რომ ამ ძალიან რთულ სიტუაციაში მისი განვითარების კურსი შეუფერხებელი იყოს"- განაცხადა ციხელაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно