აშშ სირიაში არსებულ სამხედრო ბაზებს აფართოებს


     აშშ-მა სირიაში არსებული ორი უმსხვილესი სამხედრო ბაზის გაფართოება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

     მისი ინფორმაციით, ამ ნაბიჯით ვაშინგტონს რეგიონის ნავთობის საბადოებთან თავისი არსებობის შენარჩუნება სურს. საუბარია ჰასაკის პროვინციაში არსებულ „ომარის" და „თალ ბაიდარის" ბაზებზე.

     სააგენტოს წყაროების ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ბაზების გაფართოების სამუშაოები უკვე დაიწყეს. კერძოდ, „ომართან" უკვე განლაგებულია შესაბამისი ტექნიკა. „თალ ბაიდარის" გაფართოების მიზნით კი ვაშინგტონმა ბაზის მახლობლად მდებარე ტერიტორია შეიძინა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно