Yonhap: პირველად ოცი დღის განმავლობაში კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა


     პირველად ოცი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.

     ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა პირადად გახსნა სუნჩხონის სასუქის ქარხანა.

     21 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მძიმე მდგომარეობაშია, 25 აპრილს New York Post-მა დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი „ვეგეტატიურ მდგომარეობაშია", რასაც ფხენიანში უარყოფენ.

     კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე ბოლოს 11 აპრილს გამოჩნდა, 15 აპრილს კი ის მრავალი წლის განმავლობაში პირველად მისი ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно