ევროკავშირთან უვიზო მიმოსლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება - ზალკალიანი


     ეს ანგარიში არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით წალკალიანი ევროკომისიის ანგარიშს.

     „დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელვანეს მიღწევას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.
 
     ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონსტექსთან", ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირის შენგენის ქვეყნებში. რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს Covid-19-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.
 
     ასევე, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 ათას მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა",- აცხადებს დავით ზალკალიანი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно