,,მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგათ" – პრემიერი გადადგომაზე


      სამთავრობო ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრი მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გადადგომის მოსურნეებს ტაიმერები აქვთ დაყენებული, რომელიც რამოდენიმე წელი არ დარეკავს.
 
      „მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ, ასე ვთქვათ, მე მათი საცოდაობით აღარა ვარ, გამოიძინონ კარგათ, სანამ საქართველო წინ წავა" – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно