ერდოღანმა ნეთანიაჰუს ტერორისტი უწოდა


     თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ტერორისტს უწოდებს.

     განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიფ ერდოღანმა საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირების შესახებ საუბრისას გააკეთა. 

     მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ოკუპანტივით იქცევა. თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ბენიამინ ნეთანიაჰუ.

     სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერი წერს, რომ ის ვისაც კვიპროსის ნაწილი აქვს ოკუპირებული, სირიის აფრინის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და ქურთების ტერიტორიაზე შეიჭრა - ღირებულებებსა და მორალზე საუბრის უფლება არ გააჩნია.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/100569