,,ვისაც ჰგონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება,მისი მიზანი არჩევნების მოგება არაა"...-ხუხაშვილი


     პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიზანი არა არჩევნების მოგება, არამედ სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა.
 
     ექსპერტის აზრით, ორი გაკოტრებული პოლიტიკური ძალისთვის ვითარების ესკალაცია სტატუს-ქვოს შენარჩუნების ერთადერთი გზაა.
 
     ,,ახლა სერიოზულად, ეს არის ბანალური შულერული თამაში ორ ხელში. ორი გაკოტრებული პოლიტიკური ძალისთვის, რომელთა ხელში თავმოყრილია ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, მატერიალური და ა.შ. რესურსების აბსოლუტური უმრავლესობა, სტატუს-ქვოს შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა ურთიერთობების ესკალაცია და შუას გაკრეფა. ასე იყო შევარდნაძე-აბაშიძის ტანდემი, ასეთია ,,ქართული ოცნება" ,,ნაცმოძრაობა" ,,ევროპული საქართველოს" ტანდემი. ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ,,ევროპულ საქართველოს" შორის შიდა რაზბორკებია, ერთი ელექტორალური ბაზით. ასე რომ, ვისაც ჰგონია, რომ მიშა გიჟია, მწარედ ცდება. მისი მიზანი არჩევნების მოგება კი არა, სტატუს-ქვოს შენარჩუნებაა მანამდე, სანამ უკეთეს კარტს დაურიგებენ. ქოცები -ევრო.ნაც.საქი ასეთ სიმბიოზად ჩამოყალიბდა, რომელსაც უერთმანეთოდ არსებობა არ შეუძლია. ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ერთანეთს კვებავენ"- წერს გია ხუხაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно