ციხელაშვილი სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტს წარუდგენს


     დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით", - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
 
     წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის ქმედითი ნაბიჯი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობა, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ყოველდღიურად განიცდის."

      სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსახილველად პარლამენტს წარუდგენს, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

1. გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

2. ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

3. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის ამ რეგიონის მაცხოვრებელთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია და ცალკეული იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენის გამარტივება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно