,,სანამ დაპირება დაპირებად რჩება, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე"- სოფიო ქაცარავა


     ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარის ფარგლებში გამართული სესიაზე, რომელსაც მოდერირებას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა უწევდა, რუსეთის ფაქტორზე იმსჯელეს. 

     საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრეებს შეახსენა, რომ მიმდინარე წელს რუსული აგრესიიდან და ნატოს ბუქარესტის სამიტიდან 10 წელი სრულდება. მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული პირობის შემდეგ, რომ საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ჩვენმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების გზაზე აღსანიშნავ პროგრესს მიაღწია.

     „წელს, 10 წლისთავი სრულდება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან, რომლის შედეგად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია. ასევე, წელს სრულდება 10 წელი ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ მიიღო დაპირება, რომ გახდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სანამ დაპირება დაპირებად რჩება, საქართველომ მიაღწია და კვლავაც აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გვწამს და მოველით, რომ მოახლებული ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველო-ნატოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно