,,პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, მძიმე და ანგარიშგასაწევი" – ადა მარშანია


     ,,პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, მძიმე და ანგარიშგასაწევი" – ასე მიმართა ,,პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ გიგა ბოკერიას.

     ადა მარშანიას აზრით, გიგა ბოკერია ანტირუსულ განწყობებს ნერგავს მოსახლეობაში.
 
     ,,ბატონო პრეზიდენტო უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც და დავინახოთ კარგად ის ჩვენი ჩრდილო მეზობელი. ბავშვობიდან ვიცნობთ მე მგონი ჩვენ კარგად ყველა. ზოგი სწავლობდა, ზოგიც ახლაც იქ სწავლობს და ცხოვრობს და მუშაობს სხვათაშორის. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ მოღვაწეობს და ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ერთმანეთს. გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა. და ძალიან გთხოვთ ბატონო ბოკერია, თქვენ ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებულად ახალგაზრდა თაობაში ანტირუსულ განწყობას.
 
     კი ბატონო პუტინი გძულდეთ, რა ჩემი საქმეა. გინდ გძულდეთ, გინდ არ გძულდეთ. საერთოდ პოლიტიკაში სიყვარული- სიძულვილი არ ვიცი მე. ბატონო ბოკერია, თქვენ სად გასწავლეს ეს ამბავი? პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი პირველ რიგში ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის პირველ რიგში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. აი ეს მინდა შეგახსენოთ და ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი. ანგარიშგასაწევი ქვეყანა,"-განაცხადა ადა მარშანიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно