,,თუ დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ"– მეზვრიშვილი


       ,,თუ დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ,"– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

       მისი თქმით, მოხმარებასთან დაკავშირებით მათ მიერ წარდგენილი პროექტი საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს.
 
       ,,ჩვენ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრეები ვართ, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. თუკი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მოხმარებას წაახალისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. მთელი რიგ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა, ჩვენი მოსაზრებები იმ უწყებათაშორის კომისიაში, რომელიც იუსტიციის სამინისტროში არის შექმნილი, მიტანილი გვაქვს. მოხმარებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტი საკმაოდ ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს," – განაცხადა მეზვრიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно