„ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით" –გახარია


     „ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით"– აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა.

     მან საკანონმდებლო ორგანოში ღამის კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე ისაუბრა.
 
     „ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი, რომელიც არ არის მარტო მთავრობის გამოწვევა. ჩვენი ყველას გამოწვევაა. ჩვენ რაღაცნაირად შევძელით, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა თქვენთან ერთად. იძულებული ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებაში, ასევე გამოხატვის თავისუფლებით ცოტა უფრო აგრესიული ფორმები ერთდროულად დაგვებალანსებინა, რისი სამართლებრივი უფლებაც პოლიციას გააჩნია და გადაცდომას და უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно