მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები ამოიღეს


    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - სამწევრისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მდინარე მტკვრიდან კუსტარული თევზსაჭერი მოწყობილობები - საბურავებით აწყობილი მახეები ე.წ. "ოჩხები" ამოიღეს.
    კუსტარულ მახეებში მომწყვდეული ცოცხალი თევზები, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილზე, მდინარეში დააბრუნეს.
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს გადაეგზავნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

скачать dle 11.0фильмы бесплатно